|
გაერთიანებული ტელეკომის საქველმოქმედო პროექტები გაერთიანებული ტელეკომი გიორგობის კვირეულში ასოციაცია „კათარზისის“ წევრებს სადილით უმასპინძლდება ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად 385 ადამიანი იღებს უფასო სადილს. გაერთიანებული ტელეკომი აქტიურად მონაწილეობს სოციალურ აქციებში და თავადაც არის რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის ინიციატორი. სოციალურად დაუცველი 5600 აბონენტი განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობს. სპეციალური ტარიფები მოქმედებს პირველი ჯგუფის ინვალიდებზე, ყველა უსინათლო პირზე, მხოლოდ უმუშევარი პენსიონერებისგან შემდგარ ოჯახებზე, მარჩენალდაკარგული ოჯახებზე, მარტოხელა პენსიონერებზე, მარტოხელა ბავშვობიდან ინვალიდებზე, რომლებსაც მარჩენალი არ გააჩნიათ. ასევე, სპეციალური პაკეტი არსებობს პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდებზე. ყველა ამ კატეგორიას „გაერთიანებული ტელეკომი“ განახევრებული ტარიფით ემსახურება. გაერთიანებული ტელეკომი გაერთიანებული ტელეკომი ფეხბურთში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატის 2009/2010 სეზონის მთავარი სპონსორია. ერთი წლის განმავლობაში კომპანია ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს ჩემპიონატს და 2010 წლის თასის ფინალს. 7 აგვისტო 2009 გორი ქალაქ გორში, კომპანია გაერთიანებული ტელეკომის თანადაფინანსებით, ჩატარდა ანტიმილიტარისტული აქცია–გამოფენა სახელწოდებით "მახსოვს", რომლის მონაწილეები იყვნენ 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს გარდაცვლილი ჯარისკაცების შვილები. რკინის კონსტრუქციისგან დამზადდა "მშვიდობის ხე", რომელზედაც გარდაცვლილი ჯარისკაცების უკვდავსაყოფად ფერადი ლენტები შეაბეს. გამოიფინა ბავშვთა ნახატებიც. კომპანიის საჩუქრები „ბავშვთა სოფელს“ გაერთიანებულმა ტელეკომმა საზოგადოება „SOS–ბავშვთა სოფელს“ სხვადასხვა საოჯახო ტექნიკა და საჩუქრები გადასცა. გაერთიანებულმა ტელეკომმა საჩუქრები ბავშვების მათი წერილების მიხედვით შეურჩია, გაითვალისწინა თითოეული მათგანის სურვილი. გაერთიანებული ტელეკომი და მისი აბონენტები ფონდი „იავნანას“ მხარდამჭერები ფონდის ტელეფონის ნომერზე 30 30 დარეკვის შემთხვევაში, ყველა აბონენტს საშუალება ეძლევა ჩაერთოს საქველმოქმედო მარათონში “შენ სახლში ბრუნდები.” 2009 წლის 3 მარტიდან აპრილის ჩათვლით ამ ნომერზე 30 ათასი ზარი განხორციელდა. გაერთიანებული ტელეკომის აბონენტებისგან მიღებული შემოსავალი სრულად მოხმარდება მზრუნველობა მოკლებულ პატარებს.
გაერთიანებული ტელეკომის ხელშეწყობით ქართველმა პროგრამისტებმა მსოფლიო ფინალში წარმატებას მიაღწიეს კომპანია გაერთიანებული ტელეკომის ხელშეწყობით ქართველმა სტუდენტებმა (თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი) მონაწილეობა მიიღეს სტოკჰოლმში გამართულ ACM ICPC-International Collegiate Programming Contest-ის 33-ე მსოფლიო ფინალში და ბრინჯაოს მედლები აიღეს. გაერთიანებული ტელეკომი და სპორტი 2008 წლის ოლიმპიადაზე პეკინში მსოფლიოს 220 ქვეყანას შორის საქართველოც ასპარეზობდა. პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან 32 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. ბიზნეს–კომპანიების მხარდაჭერით ქართველი მოასპარეზეები მნიშვნელოვანი წარმატებებითა და მედლებით დაბრუნდნენ სამშობლოში. ოლიმპიურ კომიტეტს სპონსორობას გაერთიანებული ტელეკომიც უწევდა. ხელოვნება და გაერთიანებული ტელეკომი გაერთიანებულმა ტელეკომმა გალერეა „შარდენში“ 12 ახალგაზრდა მხატვრის გამოფენა დააფინანსა და მათი ნამუშევრები 2008 წლის კორპორატიულ კალენდარში შეიტანა. კომპანია თვალს ადევნებს ახალგაზრდა ხელოვანთა შემოქმედებას და ხელს უწყობს მათ რეალიზებას. კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით პარიზში „კრისტინ კოლასის“ გალერეაში ახალგაზრდა მხატვრის ანტონ ბალანჩივაძის 30 ნამუშევარი გამოიფინა.
გაერთიანებული ტელეკომი – ფესტივალ „არტ–გენი–2008“ წარმომდგენი ყველაზე სახალხო და ყველაზე ფოლკლორული ფესტივალი კომპანიის სპონსორობით ჩატარდა. ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფესტივალი მიზნად ისახავს ისეთი დარგების პოპულარიზაციას, როგორიცაა, ფოლკლორი, რეწვა, ზეპირსიტყვიერება, ხალხური მედიცინა, ტრადიციული საბრძოლო ხელოვნება. გაერთიანებული ტელეკომი 2008–2009 წლის ქ. თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის 156–ე და 157–ე სეზონების კლასიკ სპონსორია.
უპრეცენდენტო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა სატელეკომუნიკაციო სფეროში – შეღავათები სოციალურად დაუცველი ფენისთვის კომპანიამ თავის აბონენტებს, რომლებიც სოციალურად დაუცველ ფენას წარმოადგენენ, შეღავათები დაუწესა (დაახლოებით 5 ათასამდე პირი). მათთვის სახლის ტელეფონზე სააბონენტო გადასახადი განისაზღვრა დადგენილი ტარიფის 50%–ის ოდენობით. ასევე, პირველი ჯგუფის უსინათლო ინვალიდები თვეში 400 უფასო სასაუბრო წუთით სარგებლობენ, ხოლო მარტოხელა პენსიონერები და ბავშვობიდან ინვალიდები, რომელთაც მარჩენალი არ გააჩნიათ – თვეში 100 წუთით. აღნიშნულ საქველმოქმედო აქციას კომპანია საკუთარი სახსრებით აფინანსებს. მსგავს სოციალურ პასუხისმგებლობას საქართველოში მოქმედი არცერთი სატელეკომუნიკაციო კომპანია არ ახორციელებს. სოლიდარობის ფონდი გაერთიანებული ტელეკომი სოლიდარობის ფონდის ინიციატივას გამოეხმაურა და წლის განმავლობაში რამდენჯერმე სოლიდური თანხა ჩარიცხა ფონდის ანგარიშზე. ამ ინიციატივით სოციალურად დაუცველი ოჯახები ბავშვის დაბადებისას ერთჯერადად ათას ლარიან დახმარებას იღებდნენ.
2008 წელს გაერთიანებულმა ტელეკომმა დევნილებს დახმარების ხელი გაუწოდა ქვეყნისათვის უმძიმეს დღეებში, გაერთიანებული ტელეკომი დაეხმარა დევნილთა იმ ნაწილს, რომელიც აგვისტოს მოვლენების გამო თბილისის საჯარო სკოლებსა და ბაგა–ბაღებში დროებით განთავსდა. |
![]() |


