|
ძვირფასო აბონენტებო,
გაცნობებთ, რომ 2010 წლის 12 მარტიდან ს.ს. „გაერთიანებული ტელეკომი“–ს ნაცვლად ელექტრონულ სატელეკომუნიკაციო მომსახურებას გაგიწევთ შპს „სილქნეტი“. 2010 წლის მარტიდან საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ახალი კომპანია - „სილქნეტი“ შემოდის, რომელიც წარმოადგენს სამი დიდი კომპანიის სს „გაერთიანებული ტელეკომის“, შპს „ვანექსის“და შპს „აჭარის ელექტროკავშირის“ შვილობილ კომპანიას. შესაბამისად, შექმნილია ამ კომპანიების რესურსების ბაზაზე. “სილქნეტი"-ს ახალი მენეჯმენტის მიზანი, აბონენტების მაღალხარისხიანი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სრული სატელეკომუნიკაციო მომსახურების უზრუნველყოფაა. “სილქნეტი”-ს სამომავლო სტრატეგია აბონენტებზე მაქსიმალური ორიენტაცია და მათთვის კომფორტის შექმნაა. სატელეკომუნიკაციო ბაზარზე სამი წამყვანი კომპანიის გაერთიანების მიზანიც სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა. ამ ეტაპზე უცვლელი რჩება სს „გაერთიანებული ტელეკომის“, შპს „ვანექსის“ და შპს „აჭარის ელექტროკავშირის“ აბონენტების (ფიზიკური და იურიდიული პირები) მომსახურების წესები და სატარიფო გეგმა. ნებისმიერი ცვლილების შესახებ მომსახურების წესებში და/ან სატარიფო გეგმაში აბონენტებს ეცნობებათ მინიმუმ ორი კვირით ადრე. იმ აბონენტების (ფიზიკური პირი) საყურაღებოდ, ვისაც სს „გაერთიანებული ტელეკომის“ ანგარიშზე შეტანილი აქვთ თანხები ავანსად: სს „გაერთიანებული ტელეკომის“ აბონენტის ანგარიშზე ავანსად არსებული თანხა ავტომატურად გადავა შპს „სილქნეტში“ შექმნილ აბონენტის ანგარიშზე. შესაბამისად, 2010 წლის 12 მარტიდან ავანსის გახარჯვა აბონენტების მიერ მოხდება იგივე პირობებით როგორც სს “გაერთიანებულ ტელეკომში”. იმ შემთხვევაში, თუ აბონენტს არ სურს აღნიშნული ავანსის გადატანა მოხდეს შპს „სილქნეტი“–ს ანგარიშზე, აბონენტი უნდა გამოცხადდეს 30 დღის ვადაში სს „გაერთიანებული ტელეკომის“ ნებისმიერ სერვის ცენტრში და წერილობით განაცხადოს აბონენტის ანგარიშზე ავანსად არსებული თანხის უკან გატანის შესახებ. განაცხადში ასევე აბონენტმა უნდა მიუთითოს ბანკის ანგარიშის ნომერი, სადაც მას გადაერიცხება აღნიშნული თანხა. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თუ აბონენტი არ გამოცხადდება 30 დღის ვადაში, ავანსი უკან დაბრუნებას აღარ ექვემდებარება და ეს თანხა ავტომატურად გადავა შპს „სილქნეტში“ შექმნილ აბონენტის ანგარიშზე. შესაბამისად, 2010 წლის 12 მარტიდან ავანსის გახარჯვა აბონენტების მიერ მოხდება იგივე პირობებით როგორც სს “გაერთიანებულ ტელეკომში”. სს „სილქნეტის“ საბანკო რეკვიზიტები სს „სილქნეტი“ ახლადშექმნილი კომპანია „სილქნეტის“ ახალი მენეჯმენტის უმთავრეს პრიორიტეტს |
![]() |


